საკონფერენციო დარბაზი
საკონფერენციო დარბაზის პრეზენტაცია და ქვევრების გახსნის
ცერემონიალი
2009
წლის 14 მარტს “ტყუპების ძველმა მარანმა” მოაწყო საკონფერენციო
დარბაზის პრეზენტაცია და ასევე ქვევრის გახსნის ცერემონიალი.
ჩამოსულმა სტუმრებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს
ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის, ამერიკის სავაჭრო
პალატის, საელჩოების, ტურისტული სააგენტოების, ღვინის
ბიზნესთან დაკავშირებული ორგანიზაციების და პრესის
წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მარანი, ღვინის საცავი და
სასტუმრო.
საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა
“ტყუპების ძველი მარნის” დირექტორმა გელა
გამტკიცულაშვილმა,ასევე “ნიკორას” პიარდეპარტამენტის უფროსმა
მაკო ჯაოშვილმა. მასპინძლებმა სასტუმროს საიტის
პრეზენტაციასთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრეს ცოცხალი ღვინის
ღირსებებზე, ღვინის ტურიზმის პერსპექტივაზე. ასევე გააცნეს
სამომავლო გეგმები ხელოვნური ტბის მოშენებისშესახებ, რაც
დამსვენებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა იაპონიში საქართველოს ეროვნული
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ზარიძემ.
მან
ისაუბრა იაპონელების დაინტერესებაზე “ტევანის” ღვინით,რომ
მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გაიგზავნოს ღვინო
საექსპორტოდ იაპონიაში,ასევე ბალტიისპირეთშიც.
სტუმრებს გადაეცათ სასტუმროს ბუკლეტები და 20%
-იანი
ფასდაკლების ბარათები.
შემდეგ სტუმრები დაესწრნენ ქვევრიდან ღვინის გადმოღების
ცერემონიალს.
ეს
პროცესი რთველისა და მოსავლის დაბინავების მსგავსად ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი რიტუალია. გადმოცემით, მთვარის ცვალებადობის
შედეგად ღვინოც იმღვრევა ხოლმე, ამიტომ ძველი ტრადიციის
თანახმად, ქვევრიდან ღვინის ამოღება სავსე მთვარეობას უნდა
დაემთხვას. სტუმრებმა კახური სიმღერების ფონზე დააჭაშნიკეს
ქვევრიდან მოხდილი ახალი ღვინო.
ამ
ღონისძიების ამსახველი დეტალები გაშუქდა ტელევიზიით, პირველ
არხზე,ასევე ბიზნეს კურიერში და რადიოში.
ასევე
სტატიები გამოქვეყნდა გაზეთებში 24 საათი, ახალი
თაობა,მედიანიუსი.
ღონისძიებამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა.
img
img |
 |
img |