ჩვენი მარანი
მარნის ტერიტორიაზე
განთავსებულია დახურული ტიპის ძველი მარანი, ღვინის
დასაძველებელი სარდაფი, ღვინის ჩამოსასხმელი საამქრო, ღია
ტიპის მარანი, არყის სახდელი ე.წ. “ზავოდი” და სასტუმრო.
Mმარნის ტერიტორიაზე საფერავის, რქაწითელის და კახური მწვანეს
ჯიშის ვაზია გაშენებული. Mმარანი აღჭურვილია 1.5-4 ტონიანი 90
ცალი ქვევრით ოჯახურ ტრადიციებზე დაყრდნობით მარანში ღვინის დაყენება
კახური წესით ქვევრებში ხდება, რაც ღვინოს აძლევს
განსაკუთრებულ გემოს და ნაზად გამოკვეთილ ტანინის გემოს. ღვინო
განიცდის ბუნებრივ ფილტრაციას და ქიმიურად არ მუშავდება.
მარანი აღჭურვილია ქართული, კახური ოჯახური სამზარეულოს
ელემენტებით, აქვე განთავსებულია თონე(კახური პურის საცხობი).
|
 |
 |