ღვინის წარმოება მიმდინარეობს ქვევრში ქართული ტრადიციული მეთოდით . ღვინო არ მუშავდება ქიმიურად და მზადდება მხოლოდ ნაფარეულის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნის ჯიშებისაგან : რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ამჟამად ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში აწარმოებს 3 სახეობის ღვინოს: კახური, ევროპული და საფერავი.


კახური (ქვევრის)

განსაკუთრებული არომატისა და ზომიერად ტანინიანი, ნაზი ბუკეტის მქონე, ქვევრში ჭაჭაზე დუღილით დაყენებული, ბუნებრივად გაფილტრული სუფრის თეთრი ცოცხალი ღვინო. დამზადებულია ნაფარეულის მიკრო ზონაში მოკრეფილი რქაწითელისა და კახური მწვანის  ჯიშებისაგან. ღვინო ქარვისფერია. ღვინო ისხმება, 5 და 2 ლიტრიანი PET ბოთლში, თიხის 1 ლიტრიან ჭურჭელში და მინის 0,75ლიტრიან ბოთლში.







ევროპული

თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია ნაფარეულის მიკროზონაში მოწეული რქაწითელისა და კახური მწვანის ყურძნის ჯიშებისაგან. ღვინოს აქვს ღია ჩალისფერი, ღვინო ხასიათდება ხილის ტონებით და ჰარმონიული გემოთი. ღვინო ისხმება 5 და 2 ლიტრიან PET ბოთლში და მინის 0,75ლიტრიან ბოთლში.












საფერავი

წითელი მშრალი ღვინო, დამზადებულია ნაფარეულის მიკროზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ხასიათდება ჯიშური არომატით და ჰარმონიული გემოთი. ღვინო ისხმება 2 ლიტრიან PET ბოთლში , თიხის 1 ლიტრიან ჭურჭელში და მინის 0.75 ლიტრიან ბოთლებში.



×