ღვინის კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ დაარსეს, ტყუპმა ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონ სოფ. ნაფარეულში.

„ტყუპების საღვინე სახლში ნაფარეულში“ ღვინის წარმოება ეფუძნება, ღვინის ქვევრში დაყენების კახურ მეთოდს და იმ ტრადიციებს, რომელიც გამტკიცულაშვილების ოჯახს წინაპართაგან გადმოეცა.

ძმები, ქვევრში ღვინის დაყენებას ბავშვობიდანვე ეზიარნენ. 1997 წლიდან კი დაიწყეს საკუთარი ღვინის წარმოება, 2002 წელს აღადგინეს მამაპაპისეული მარანი და „ზავოდი“.

ნაფარეულის ადგილმამულებში გააშენეს რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის ვენახები ,  ასევე გაფართოვდა მარანი.

ამჟამად მარანში 107 მოქმედი ქვევრია. უმეტესი ქვევრების ტევადობა შეადგენს 3,5-4,5 ტონას.

ქვევრის ღვინო, ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ბევრმა არ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, (ქვევრი სღვინო მდიდარია ტანინით რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დაშლას, ასევე ამცირებს გულსისძარღვთა პათოლოგიების რისკს). ღვინო ქვევრში გადის 6 თვიან ბუნებრივ ფილტრაციას, რის გამოც ქვევრის ღვინოს არ სჭირდება ქიმიური დამუშავება, რაც მას სხვა ღვინოებისაგან ხარისხითა და გემოთი გამოარჩევს. ტყუპების საღვინე სახლში ღვინო მზადდება მხოლოდ ნაფარეულის მიკროზონიდან მოწეული რქაწითელის, კახური მწვანის, საფერავისა და კაბერნეს ჯიშის ყურძნებისაგან.

2012 წლის მაისში კომპანიამ „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“  მიიღო მონაწილეობა ქართული ღვინის IV-ეროვნულ კონკურსში. ტყუპების ღვინომ „ქვევრის მზემ“ დახურულ კონკურსში მოიპოვა:

·ოქროს მედალი - ნომინაციაში „თეთრი ღვინო მშრალი კახური“

მარნის აღდგენის და გაფართოების შემდგომ, ტყუპების საღვინე სახლს დაემატა სასტუმრო ნაფარეულში, რომელიც მზადაა უმასპინძლოს დიდ ჯგუფებსა თუ კერძო პირებს. სასტუმრო გამოირჩევა მყუდრო და ოჯახური ატმოსფეროთი, სასტუმროს რესტორანში შესაძლებელია უგემრიელესი კახური კერძების დაგემოვნება.

საღვინე სახლში მოსულ სტუმრებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა იხილონ გარილი ქვევრები და დააკვირდნენ ქვევრში დუღილისა და ღვინის მიღების პროცესს მთელი წლის განმავლობაში. ასევე ჩვენთან ნახავთ საქართველოში ყველაზე დიდ ქვევრს, რომელიც ქვევრისთვის დადგმული ერთგვარი ძეგლია.

ნაფარეულში გაიხსნა „ღვინის მუზეუმი“ მის სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ საქართველოს 8000 წლიან მეღვინეობის ისტორიას, იხილონ არტეფაქტები და მიიღონ პასუხი უამრავ კითხვაზე. დააკვირდნენ ქვევრის შექმნის ყველა ნაბიჯს, თიხის მოპოვებიდან მის გარცხვამდე და ვაზის ჩაწურვით დამთავრებული.

ასევე მიმდინარეობს მდინარე ლოპოტაზე არსებული ტყუპების ტბის კეთილმოწყობა, რომელიც მსურველებს რამდენიმე პროფილის მომსახურებას შესთავაზებს.

ტყუპების ღვინის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე თბილისის საფირმო მაღაზიებში:

  •  ვაკე,ბერძენიშვილისქუჩაზე(მოსაშვილისN2 სადაბერძენიშვილისკვეთაზე)
  •  საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი N64

 

ტყუპების საღვინე სახლი მომხმარებელს სთავაზობს ღვინის ტურს მთელი წლის განმავლობაში:

  •  ძველი მარნის და ახალი წარმოების დათვალიერება
  •  რთველში მონაწილეობის მიღება
  •  მე-18 საუკუნის საწნახელში ყურძნის დაწურვა
  •  „ზავოდობა“ (ჭაჭის გამოხდა)
  •  თონეში პურის გამოცხობა
  •  ჩურჩხელის ამოვლება
  •  ქვევრის გახსნა (ქვევრიდან ღვინის დაჭაშნიკება)
  •  ქვევრისა და ღვინის მუზეუმის დათვალიერება
  •  სასტუმროს მომსახურება
  •  ღვინის დეგუსტაცია
  •  კახური სუფრა

 

 

ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში ასევე გთავაზობთ:

  •  ონლაინ მაღაზიას და ადგილზე მიტანის სერვისს
  •  ღვინის შეძენას ქვევრით;

 

მომხმარებელი მინიმუმ 500 ლიტრი ღვინის შეძენის შემთხვევაში, შემოდგომაზე დალუქავს ქვევრს და გაზაფხულძე თვითონ გახსნის თავისივე დალუქულ ქვევრს.

ჩვენი რესტორანი თბილისში ვაჟა ფშაველას გამზირზე, თავისი მყუდრო და თბილი ატმოსფეროთი გემრიელი კერძებითა და „ქვევრის მზით“ მუდამ მზადაა მოემსახუროს კლიენტებს და მათი ყველაზე პრეტენზიული მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს.



×