დაჯავშნა:


(+995) 322 42 40 42 (+995) 322 42 40 42
(+995) 595 22 64 04

E- mail: info@cellar.ge


სასტუმრო „ტყუპების საღვინე სახლი“ მდებარეობს საქართველოს ულამაზეს რეგიონში კახეთში. კონკრეტულად სოფელ - ნაფარეულში, რომელიც გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მიკრო-ზონა. სასტუმრო დედაქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 100 კმ-ის დაშორებაზე მდებარეობს. ჩვენთან მოსულ სტუმარს ხვდება- კომფორტული, მშვიდი და მყუდრო გარემო. ინტერიერი აღჭურვილია ძველი საოჯახო ნივთებით და ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე სტანდარტებს, რათა შეუქმნას დამსვენებელს ქართული ყოფის, წარსულისა და აწმყოს შერწყმის წარუშლელი შთაბეჭდილება. ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედი ვენახებზე, რომლებსაც ანაცვლებს კავკასიონის მთები. სასტუმროში განთავსებულია 12 ნომერი: 6 სტანდარტული ორადგილიანი, 2 სამადგილიანი და 4 ლუქსის ტიპის ნომერი, სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე გათბობა-გაგრილებისა და ცხელი წყლის სისტემებით.


ნომრის ღირებულება:

  • ორადგილიანი ნომერი (ორადგილიანი საწოლი + დამატებითი საწოლით) 140 ლარი
  • ორადგილიანი ნომერი განცალკევებული საწოლებით 130 ლარი
  • ორადგილიანი ნომერი აივნით (ორადგილიანი საწოლი + დამატებითი საწოლით) 140 ლარი
  • სამადგილიანი ნომერი განცალკევებული საწოლებით 140 ლარი
  • ლუქსი ორადგილიანი საწოლი 160 ლარი
  • ლუქსი ორადგილიანი საწოლი დამატებითი საწოლით 190 ლარი
     ფასში შედის
  • საუზმე 
  • "ქვევრისა და ქვევრის ღვინის" მუზეუმის დათვალიერება
  • უფასო უკაბელო ინტერნეტი
  • სამი სახის ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია
  • ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნის დათვალიერება

           

ძირითადი მომსახურებები:

 

  • უფასო ინტერნეტი (უკაბელო)
  • კონდიციონერი ყველა ნომერში
  • სააბაზანო ოთახი ყველა ნომერში
  •  აივანი
  • პლასტიკური ბარათით გადახდა (საბანკო ტერმინალი)
  • უფასო ავტოსადგომი
  • ბაღი ღია ცის ქვეშ
  • ღია ტერასა

კვება და გართობა:

 

  •  რესტორანი

სპორტი, ტურიზმი და ტრანსპორტირება:

 

  • ტრანსფერები აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი
  • ტაქსის გამოძახების სერვისი
  • ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი
  • ტყუპების ტბა
  • ტურების და ექსკურსიების ორგანიზება
  • გიდი / ექსკურსიამძღოლი
  • თარჯიმანი
  • ავია ბილეთების დაავშნა
  • ბილეთების დაჯავშნა ღონისძიებეზე

საქმიანი შეხვედრები და ღონისძიებები:

 

  • საკონფერენციო დარბაზი
  • ოთახი შეხვედრებისთვის
  •  ქსეროქსი

 



×