2015-03-04
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი "ტყუპების ძველ მარანში" თებერვლის დასაწყისში. " ქვევრის მზემ " დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა ჩვენი სტუმრებისგან რაც რათქმაუდნა ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.
2014-04-07
პოლ და მერილ ბონარიჯოების სტატია ტყუპების საღვცინე სახლში გახსნილი ქვევრის მუზეუმზე, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და როგორც ავტორებმა აღნიშნეს, ყველაზე სრულყოფილია.

2014-04-01
დღეს კეტი და ტერი სალივანებმა გახსნეს მათ მიერ, 6 თვის წინ, ჩვენს საღვინე სახლში დალუქული ქვევრი. შარშან შემოდგომაზე, ღვინის ბლოგერები კეტი და ტერი სალივანები ესტუმრნენ ჩვენს საღვინე სახლს, მიიღეს მონაწილეობა რთველში და შემდეგ გადაწყვიტეს საკუთარი ღვინო დაეყენებინათ ქვევრში. დღეს, მეპატრონეებისა და მედია ჯგუფის თანდასწრებით სწორედ ეს ქვევრი გაიხსნა. 

ვრცლად: winetrailtraveler.com
2014-02-18
დღეიდან ტყუპების საღვინე სახლი გთავაზობთ, ახალ მომსახურებას, ონლაინ მაღაზია და ონლაინ კატალოგი ჩვენს საიტზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე ონლაინ მაღაზიაში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მოცულობის და ტიპის ღვინო. ტყუპების სახლი გთავაზობთ "ქვევრის მზე კახურს", "ქვევრის მზე ევროპულს", "ქვევრის მზე საფერავი" ეს ღვინოები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც 0.75 იან ასევე 1, 2, და 5 ლიტრიან ჭურჭელში. ასევე გთავაზობთ ჩვენს ჩამოსასხმელ ღვინოს. თქვენ შეგიძიათ ისარგებლოთ კურიერული მომსახურებით და ჩვენი კურიერი თქვენს შეკვეთას უმოკლეს ვადაში მოგართმევთ სახლში. 


1 2

×