2016-06-02
ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე გაფორმებული ხელშეკრულება

 გაფორმდა ხელშეკრულება შპს ” CAUCASCERT” - სა და ,,ტყუპების ძველ მარანს'' შორის, რის შედეგადაც ,,ტყუპების ძველ მარანში'' ნაფარეულში დაიწყო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა, სადაც ტურისტებს შეეძლებათ დააგემოვნონ დაათვალიერონ და შეისწავლონ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა.  

 შპს ”კავკასსერტი” დაარსდა 2005 წელს საქართველოში. ის ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. მისი მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. თავისი საქმიანობით, კავკასსერტი ხელს უწყობს საქართველოში ბიო სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი ბიოპროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას და ბიოპროდუქციის მომხმარებლების უფლებების დაცვას. 

×